მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაფხულის ტურისტული სეზონი სვანეთში და რეგიონში არსებული პრობლემები - თათია თეთრაშვილი ნარატივში

სვანეთის მაგალითზეც, მათ შორის, ხშირად ვფიქრობთ, რომ ისტორიულ რეგიონებში მხოლოდ ტრადიციული, ძველი სტილის სასტუმროებია წარმატებული, თუმცა „ვილა ჩელო“ ამ სტერეოტიპს ამსხვრევს. ეს არის მესტიის ცენტრში სულ რამდენიმე წლის წინ აშენებული, სრულიად თანამედროვე, პრემიუმ კლასის პრივატული კოტეჯების კომპლექსი. მიუხედავად მინიმალისტური დიზაინისა, ობიექტი მჭიდროდაა დაკავშირებული გარემოსთან. იტალიური სიტყვა Cielo „ცას“ ნიშნავს, რაც არაჩვეულებრივად ასახავს კოტეჯების კონცეფციას - ფართო ფანჯრებიდან სტუმრებს პირდაპირი ხედი ეშლებათ სვანეთის მაღალ მთებსა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესულ შუა საუკუნეების კოშკებზე. როგორ იქმნება პრემიუმ ტურისტული პროდუქტი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სიახლოვეს და ვინ არის თანამედროვე სვანეთის ტურისტი?

სტუმარი: თათია თეთრაშვილი - "ვილა ჩელოს" დამფუძნებელი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები