ექსპორტში $66 მილიონით პირველ ადგილზეა სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტი, მეორე პოზიციაზე მსუბუქი ავტომობილები, მესამეზე კი ფეროშენადნობები.
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი
1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 66.3 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 33.5%;
2. მსუბუქი ავტომობილები - 36.4 მლნ დოლარი, ზრდა - 46.2%;
3. ფეროშენადნობები - 31.4 მლნ დოლარი, ზრდა - 35%;
4. აზოტოვანი სასუქები - 17.4 მლნ დოლარი, ზრდა - 195%;
5. ღვინოები - 14.7 მლნ დოლარი, მატება წინა წელთან 69%;
6. მინერალური და მტკნარი წყლები - 11.3 მლნ დოლარი, ზრდა - 29%;
7. მედიკამენტები - 11 მლნ დოლარი, მატება წინა წელთან 275%; 
8. სპირტიანი სასმელები - 8.8 მლნ. დოლარი, მატება წინა წელთან 27%;
9. თხილი და კაკალი - 7.6 მლნ დოლარი, ზრდა - 5.6%;

სხვა დანარჩენი საქონელი - 119 მლნ დოლარი, ზრდა - 43%.




























