მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპორტი გაიზარდა - რომელ ქვეყნებში ყიდულობენ საქართველოდან ცოცხალ პირუტყვს

პირუტყვი
BM. GE
22.10.23 15:01
100

საქართველოდან ცოცხალი პირუტყვის ექსპორტი გაიზარდა - საქსტატის თანახმად, 2023 წლის 9 თვეში ქვეყნიდან სულ 58 მილიონი დოლარის ღირებულების პირუტყვის (17.6 ათასი ტონა) ექსპორტი განხორციელდა. წინა წელთან შედარებით ექსპორტის ეს მოცულობა $18.4 მილიონით მეტია.

საქართველოდან ცოცხალი პირუტყვის ექსპორტი წელს მხოლოდ ოთხ ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტი ერაყში განხორციელდა, სადაც $42.5 მილიონის ღირებულების ქართული მსხვილფეხა საქონელი შეიძინეს. წინა წელთან შედარებით ერაყში ექსპორტმა $10 მილიონით იმატა.

ქვეყნების მიხედვით ექსპორტი ასე ნაწილდება:

1) ერაყი - $42.5 მილიონი დოლარი, 13 ათასი ტონა;
2) აზერბაიჯანი - $14.9 მილიონი დოლარი, 4.2 ათასი ტონა;
3) სომხეთი - $348 ათასი დოლარი, 217 ტონა;
4) ირანი - $320 ათასი დოლარი, 93 ტონა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოდან ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტი მზარდია. მთლიანად 2022 წლის განმავლობაში ექსპორტი 57 მილიონი იყო, 2021 წელს $33 მლნ, 2020-ში კი $28 მილიონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები