წელს იანვარ-აპრილში საქართველომ 1.5 მლნ აშშ დოლარის 1,226 ტონა მარწყვი იყიდა, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდის მონაცემზე თანხაში 50.2%-ით, რაოდენობაში კი 46%-ით ნაკლებია.
წელს, საქართველომ 1 კგ იმპორტირებულ მარწყვში 36 ცენტი გადაიხადა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ფასი 90 ცენტი იყო. [საუბარია იმპორტის ფასზე საბაჟო გადასახადების გარეშე].
ტრადიციულად, მთავარი იმპორტიორი თურქეთია, საიდანაც საქართველომ წელს 1.5 მლნ აშშ დოლარის 1,208 ტონა მარწყვი იყიდა. 1 კგ-ს ფასი 35 ცენტია. მეორე იმპორტიორი ქვეყანა საბერძნეთია საიდანაც, საქართველომ 25.8 ათას დოლარად 17.6 ტონა მარწყვი იყიდა. კილოგრამის ფასი კი თითქმის 8 დოლარი იყო. საბერძნეთიდან იმპორტი მხოლოდ მარტში განხორციელდა.
რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, წელს საქართველომ 236 ათასი აშშ დოლარის 127.1 ტონა მარწყვი გაყიდა, 219.7 ათასი აშშ დოლარის სომხეთში, 16.3 ათასი აშშ დოლარის კი ყაზახეთში.




























