მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ექსპორტი გვშველის ახლა ჩვენ" - "კულა" პროდუქტის ექსპორზე გატანას არ წყვეტს

5e7c72923febe
ვიქტორია მღებრიშვილი
26.03.20 23:15
2671
იანვარ-თებერვალში ექსპორტის ზრდა 10%-მდე გვქონდა, - ასე იწყებს BM.GE-სთან ექსპორტზე საუბარს გორის საკონსერვო ქარხანა „კულას“ დირექტორი ივანე გოგლიძე.

მისი შეფასებით, კომპანია საკმაოდ კარგად პოზიციონირებს ევროპისა და ამერიკის ბაზარზე, შესაბამისად შესაძლოა მოთხოვნამ იკლოს, თუმცა ექსპორტი მსოფლიოს 25-მდე ქვეყანაში გაგრძელდება.

„იანვარ-თებერვალში ექსპორტის ზრდა 10%-მდე გვქონდა, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი პროდუქცია სოფლის მეურნეობის პროდუქტია, ამერიკასა და ევროპაშიც კარგი გაყიდვები გქვონდა. ეს ყოველწლიურად ასეა.

ვაგზავნით დაახლოებით 25 ქვეყანაში - კანადა, გერმანია, ბალტიისპირა ქვეყნები. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნამ იქაც იკლო. ჩვენ შეკვეთები იანვარ-თებერვალში გვქონდა და შევასრულეთ. მარტ-აპრილში დამატებით რა შეკვეთებს მოგვცემენ მაგას უკვე ვნახავთ.

ექსპორტი გვშველის ახლა ჩვენ, ვინაიდან საზღვარგარეთ გაყიდული პროდუქციიდან შემოგვდის უცხოური ვალუტა, რომელიც აუცილებელია სხვა - წარმოებისთვის საჭირო პროდუქტის საყიდლად და ამით ვინარჩუნებთ ჩვენს პროდუქტზე ფასს.

შემცირების მიუხედავად, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პროდუქტის ექსპორტზე გატანას. ტრანსპორტირება ჭირს უკვე, ამასთან ყველგან უფასურდება ვალუტა, აქედან გამომდინარე კლება გვექნება, მაგრამ რადგან ევროპისა და ამერიკის ბაზარზე რამდენიმე ქსელში ვართ შესულები, ქსელი დისტრიბუტორს მოსთხოვს რომ შეიტანოს ჩვენი პროდუქტი, ასე რომ ექსპორტს არ გავაჩერებთ“, - განუმარტა BM.GE-ს ივანე გოგლიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები