მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ექსპორტი სასაჩუქრე მიმართულებით 10-15%-ითაა გაზრდილი” - “ნიამორი”

ნიამორი

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ნიამორის” პროდუქციაზე მოთხოვნა ექსპორტის მიმართულებით 10-15%-ითაა გაზრდილი - ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა გიორგი ბოჭორიშვილმა  Bm.ge-თან ინტერვიუში ისაუბრა.

“ჩვენ, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე ვართ წარმოდგენილები, ჩვენი ექსპორტი მხოლოდ სასაჩუქრე ნაკრებით განისაზღვრება. ბოლო წელთან შედარებით, წელს ექსპორტზე მოთხოვნა ევროპის მიმართულებით 10-15%-ით გაგვეზარდა, ქვეყნებს შორისაა - იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, პროდუქტის მომხმარებლები ამ ქვეყნებიდან, ძირითადად, ქართველი ემიგრანტები არიან”, - განმარტა მან.

ამასთან, აღსანიშნია ისიც, რომ “ნიამორის” პროდუქცია გერმანიაში, ბერლინში გაიყიდება.

“ჩვენ ვთანამშრომლობთ “8 000 მოსავალთან” რომელიც ახლახან გაიხსნა გერმანიაში, ბერლინში, შესაბამისად, ჩვენი ღვინო გერმანიაში იქნება წარმოდგენილი”, - დასძინა ბოჭორიშვილმა.

კომპანიის დირექტორმა თბილისთან ახლოს მიმდინარე მშენებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სივრცე მალე გაიხსნება.

“მარანი შენების პროცესშია, გადავაწყდით დაბრკოლებებს და რამდენიმე თვით გადაიწია სივრცის გახსნა, თუმცა, აქტიურად ვართ ჩართულები პროცესში და დარწმუნებულები ვართ, რომ წელს მარანში რთვლის მიღებას მოვახერხებთ” - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, კომპანია „ნიამორი“ 2016 წელს დაარსდა, აქტიურად ფუნქციონირება კი 2017 წლის შემოდგომიდან დაიწყო. ამ ეტაპზე კომპანია სტაბილურად 15 ადამიანს ასაქმებს. ამასთან, „ნიამორის“ ღვინოები ძირითადად 0.75-დან 5 ლიტრამდე ბოთლებშია წარმოდგენილი. რაც შეეხება პროდუქციის ფასს, ის დაახლოებით 60-445 ლარის ფარგლებში მერყეობს, მოიაზრებს შეფუთვასა და თბილისის მასშტაბით მიტანის სერვისსაც. ღირებულება დამოკიდებულია პროდუქციის ზომასა და გრავირების თავისებურებებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები