მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი ფიზიკურ ფორმატში დაიწყო

60bf86889cc9b
BM.GE
08.06.21 19:35
474
კოვიდპანდემიით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ექსპორტის მენეჯერთა სასერთიფიკატო კურსის პირველი შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტში ფიზიკური ფორმატით შედგა.

როგორც bm.ge-ს სააგენტოდან - "აწარმოე საქართველოში" აცნობეს, კონკურსის შედეგად შეირჩა 25 აპლიკანტი, რომელთა ნომინირება თავად დაინტერესებულმა კომპანიებმა მოახდინეს.

კურსი მიზნად ისახავს ექსპორტის მენეჯერთა კვალიფიკაციის ამაღლებას, ექსპორტიორი ან ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის მენეჯერების გადამზადებას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას და წარმოების განვითარებას.

კურსი შედგება ექსპორტზე ორიენტირებული 14 მოდულისგან: ინკოტერმსის, საქონლის წარმოშობის, ხარისხის ინფრასტრუქტურის, პროდუქტის შეფუთვისა და საერთაშორისო გაყიდვების ჩათვლით.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები