მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექთნების 15.2% საპენსიო ასაკისაა, ახალი კურსდამთავრებულების მაჩვენებელი კი, 2.6%-ია - აუდიტი

ექთანი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებული ექთნების 66,5%-ის ხელფასი 1200-ლარზე ნაკლებია, ქართველი ექთნების 37.5% 50 წელს გადაცილებულია, საქართველოს რეგიონების კლინიკებს კი, იმაზე ორჯერ ნაკლები ექთანი ჰყავს, ვიდრე თბილისის სამედიცინო დაწესებულებებს.

აუდიტის ფარგლებში შესწავლილი იყო შემდეგი საკითხები:

  • სამედიცინო პერსონალის საჭიროების განსაზღვრა და რეგიონალური მოცვა;
  • დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლება და სერტიფიცირება;
  • უწყვეტი სამედიცინო განათლება;
  • სამედიცინო პერსონალის შესახებ ინფორმაციის წარმოება;
  • დაინტერესებული მხარეების კოორდინაცია.

აუდიტი, სახელმწიფოს 3 ძირითად რეკომენდაციას აძლევს:

  • ადამიანური რესურსების საჭიროებებზე დაფუძნებული დაგეგმვის გაუმჯობესება;
  • ადამიანური რესურსების პროფესიული კვალიფიკაციის გაძლიერების ხელშეწყობა;
  • ჯანდაცვის სისტემაში ექთნების კომპეტენციების, აღიარებისა და როლის გაზრდა.

აუდიტის ძირითადი მიგნებები ასეთია:

  • 100,000 მოსახლეზე თბილისში ფიქსირდება 828 ექთანი. ეს რიცხვი მოსახლეობის იმავე რაოდენობისათვის თითქმის სამჯერ ნაკლებია გურიაში, დაახლოებით, ორჯერ ნაკლებია−ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში, ასევე შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში;
  • 2020-2021 წლებში სტაციონარულ დაწესებულებებში მომუშავე გადაუდებელი მედიცინის 436 ექთნიდან, არც ერთი მათგანი არ იყო ჩართული უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში.
  • ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ერთ ექიმზე საშუალოდ 2-3 ექთანი მოდის. საქართველოში ექიმებისა და ექთნების რაოდენობა თითქმის თანაბარია: 2021 წელს ქვეყანას 100,000 მოსახლეზე 606 ექიმი და 595 პროფესიულად აქტიური ექთანი ჰყავს.
  • 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ქვეყანაში აქტიური ექთნების რაოდენობამ შეადგინა 20,756, თუმცა ეს მაინც არ არის საკმარისი რაოდენობა. OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) წევრი 38 ქვეყნის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, 100 000 მოსახლეზე უნდა მოდიოდეს 880 ექთანი. საქართველოში 2022 წელს 100 000 მოსახლეზე მხოლოდ 563 ექიმი მოდიოდა.
  • ექიმების სიჭარბის და ექთნების სიმწირის გარდა, პრობლემაა სამედიცინო კადრების არათანაბარი განაწილებაც: თბილისს, სადაც ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 30% ცხოვრობს, დაახლოებით, 15,000 ექიმი ემსახურება. ქვეყნის მოსახლეობის დანარჩენ 70%-ს კი – მხოლოდ 8,000 ექიმი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები