მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ექთნის დამხმარეებსა და სანიტრებსაც უნდა განვუსაზღვროთ ხელფასის მინიმალური ზღვარი“ - აზარაშვილი

64214ef472efc
თინათინ ნატმელაძე
27.03.23 12:13
424
რეფორმის მეორე ეტაპით ექთნის დამხმარეებსა და სანიტრებსაც უნდა განესაზღვროთ მინიმალური სახელფასო ზღვარი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გასულ წელს გატარებული რეფორმის შედეგად, 17 000-მდე ექიმსა და ექთანს მინიმალური ხელფასი განესაზღვრა.

„უნდა აღინიშნოს, რომ რეფორმის შემდგომი ეტაპი არის პაციენტის მოვლაში მონაწილე სხვა სამედიცინო პერსონალის, როგორც ექთნის დამხმარის, ისე სანიტრის და სხვა სამედიცინო პერსონალის, რომლებსაც არ აქვთ განსაზღვრული მინიმალური ხელფასი, ესეც განვსაზღვროთ და უკვე სრულად მოვიცვათ სამედიცინო პერსონალი“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ცნობისთვის, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან, მთავრობის დადგენილების თანახმად, ექიმების მინიმალური ხელფასი 1 260 ლარით, ხოლო ექთნების - 792 ლარით განისაზღვრა. ამასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციას 2023 წლიდან ახალი მანდატი დაემატა - რამდენად ასრულებენ კლინიკები დადგენილ რეგულაციას, საკითხს შრომის ინსპექცია შეისწავლის.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები