მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ექვს თვეში საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი წლიურად 46%-ით გაიზარდა

62cd382bd03cb
მარიამ ვარადაშვილი
12.07.22 14:02
572

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ექვს თვეში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ  8 789 ტონა შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი  - 8 717.282 ტონა. შესაბამისად, შარშანდელთან შედარებით, ტვირთბრუნვა 0.82%-ით არის გაზრდილი.

ცნობისთვის, სამგზავრო საჰაერო მიმოსვლისაგან განსხვავებით, COVID 19-ის გამო საქართველოში სატვირთო საჰაერო მიმოსვლა არ შეჩერებულა.

რაც შეეხება გადაფრენების რაოდენობას, 2021 წლის 6 თვესთან შედარებით, ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენება 46%-ით გაიზარდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი კლება მხოლოდ 15%-ია. შესაბამისად, აღდგენის მაჩვენებელი 85%-ს შეადგენს. სულ გასულ 6 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 54 591 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები