მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექვს თვეში საქართველოში $2.4 მილიონის ყვავილები შემოვიდა - TOP-10 იმპორტიორი კომპანია

იმპორტი

2023 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოში ყვავილების იმპორტი შემცირდა. ქვეყანაში 2 მილიონ 432 ათასი დოლარის ღირებულების 937 ტონა მოჭრილი ყვავილები და კოკრები შემოვიდა. იმპორტის ღირებულება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 19%-ით, მოცულობა კი 22%-ით ჩამორჩება. 
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყვავილების მთავარი საიმპორტო ბაზარი სომხეთი იყო. ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:
1. სომხეთი - 742 ათასი დოლარი, 334 ტონა; 
2. ნიდერლანდები - 638 ათასი დოლარი, 45 ტონა; 
3. ეკვადორი - 480 ათასი დოლარი, 121 ტონა; 
4. თურქეთი - 298 ათასი დოლარი, 368 ტონა; 
5. კენია - 172 ათასი დოლარი, 48 ტონა. 

ამ ქვეყნების გარდა ამ პერიოდში საქართველოში მოქმედმა ბიზნესსუბიექტებმა ყვავილები მცირე მოცულობებით აზერბაიჯანიდან, ეთიოპიიდან, ირანიდან, ინდოეთიდან და კოლუმბიიდან შემოიტანეს.

BM.GE-მ საქსტატიდან TOP-10 იმპორტიორი კომპანიის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა, რომლებსაც ქვეყანაში საქონელი შემოჰქონდათ. ესენი არიან: შპს ქება; შპს ფლორა იმპორტი; შპს ფლაუერს ჯორჯია; შპს ფლაუერს; შპს ლიდერი; შპს კატო; შპს გრინი; შპს "პროგრეს გრუპ"; შპს "მაქსთრეიდი"; იმ მარიამ აკოპჯანიანი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები