მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანეს - ობიექტზე ცეცხლი გაჩნდა

რიადის აეროპორტი

საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში მდებარე მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე მორიგი იერიში განხორციელდა.

არსებული ინფორმაციით, ობიექტის მე-4 სამგზავრო დარბაზს ჭურვი მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ჭურვის ჩამოვარდნიდან რამდენიმე წუთში საუდის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა აეროპორტის სიახლოვეს ფრთოსანი რაკეტაც შეამჩინეს, თუმცა ის დროულად გაანადგურეს.

საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიციის ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ ტურკი ალ-მალიკის განცხადებით, ადგილზე მობილიზებული სამსახურები ცეცხლის ქრობის პროცესს დაუყოვნებლივ შეუდგნენ.

შეგახსენებთ, საუდის არაბეთის მთავარ აეროპორტზე თავდასხმა გუშინაც განხორციელდა. იერიშზე, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი დაშავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები