ერაყის დასავლეთ ნაწილში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების საწვავის მიმწოდებელი თვითმფრინავი Boeing KC-135 ჩამოვარდა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ინციდენტი ოპერაცია „ეპიკური მრისხანების" ფარგლებში, მეგობრულ საჰაერო სივრცეში მოხდა და ის არ ყოფილა მტრის ან მოკავშირის ცეცხლის შედეგი. უწყებას მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა აღნიშნა, რომ სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. ინციდენტში მონაწილე მეორე თვითმფრინავმა ბაზაზე მშვიდობიანად დაშვება შეძლო.
აშშ-ის ოფიციალური ვერსიის საპირისპიროდ, ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფება „ერაყში ისლამურმა წინააღმდეგობამ“ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ KC-135 ქვეყნის სუვერენიტეტისა და საჰაერო სივრცის დაცვის მიზნით ჩამოაგდეს. აღსანიშნავია, რომ ეს ომის დაწყებიდან დღემდე აშშ-ის საავიაციო ფლოტის უკვე მეოთხე ერთეულის განადგურების შემთხვევაა.
შეგახსენებთ, სამხედრო მოქმედებების საწყის ეტაპზე ქუვეითმა შემთხვევით სამი ამერიკული გამანადგურებელი ჩამოაგდო, თუმცა მაშინ ეკიპაჟის ექვსივე წევრმა კატაპულტირება მოასწრო.
პენტაგონის მონაცემებით, ირანთან ომის დაწყებიდან დღემდე აშშ-მა 7 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, ხოლო 140-მდე დაიჭრა.




























