მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერდოღანი ევროპას მიგრანტებით კიდევ ერთხელ დაემუქრა

5dc515dd87f33
მიხეილ ხაჩიძე
08.11.19 11:30
1124
თურქეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, დამატებითი ფინანსური დახმარება გაუწიონ სირიის ჩრდილო–აღმოსავლეთში "უსაფრთხოების ზონის" შექმნის გეგმას. ამის შესახებ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა უნგრეთის პრემიერ–მინისტრ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მეზობელი - თურქეთის ლიდერი საზღვრების გახსნითა და ევროპაში მილიონობით ლტოლვილის გაშვებით კიდევ ერთხელ დაიმუქრა.

"ჩვენ გავაგრძელებთ მიგრანტების მიღებას, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ მომენტამდე. როგორც უკვე ვთქვი, თუ ჩვენი მხარდაჭერა არ მოხდა, სხვა არჩევანი აღარ გვექნება, საზღვრებს გავხსნით. თუ საზღვრებს გავხსნით, ყველასთვის გასაგებია, სად წავლენ მიგრანტები", - განაცხადა ერდოღანმა.
 
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის მარტში, მიგრაციული კრიზისის დასაძლევად, თურქეთმა და ევროკავშირმა ერთობლივი ხელშეკრულება გააფორმეს. დოკუმენტით, ანკარამ პირობა დადო, რომ ლტოლვილებს მრავალ მილიარდიანი დახმარების სანაცვლოდ მიიღებდა.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ერდოღანისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ბუდაპეშტის ქუჩებში თურქეთის პრეზიდენტის პოლიტიკის წინააღმდეგ მასობრივი დემონსტრაცია მოეწყო. როგორც ადგილობრივი გამოცემა იტყობინება, ერდოღანის წინააღმდეგ მიმართულ აქციას ბუდაპეშტის მერიც შეუერთდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები