მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერდოღანი მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელების მომხრეა

64b17e7c9908b
ალა ისპირიანი
14.07.23 21:00
657
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედს გამოთქვამს, რომ „მარცვლეულის შეთანხმება“ გაგრძელება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ გაერო-სა და თურქეთის ძალისხმევების შედეგად შეთანხმება 17 ივლისის შემდეგ იქნება გახანგრძლივებული.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი და უკრაინა მსოფლიოს სურსათის უმსხვილეს ექსპორტიორთა შორის არიან. საწყის შეთანხმებას შავი ზღვის ბლოკირებული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ მხარეებმა ივლისში მიაღწიეს. რუსეთმა გაეროს მარცვლეულის შეთანხმებაში მისი მონაწილეობა 31 ოქტომბერს  შეაჩერა, ზუსტად მას შემდგომ, რაც უკრაინული მხარე ყირიმში, შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმება, მოლაპარაკებების შემდეგ, ჯერ კიდევ მარტში 120 დღით გაგრძელდა. შემდეგ უკვე მიმდინარე წლის 17 მაისს შეთანხმებამ კიდევ ორი თვით გადაიწია.

გაერო-სა და თურქეთის მიერ მიღწეული „მარცვლეულის შეთანხმების“ ვადა 17 ივლისს იწურება და როგორც ავღნიშნე ერდოღანი იმედს გამოთვაქმს, რომ ვადის გაგრძელება კიდევ მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები