მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერდოღანი: თურქეთი საკუთარი გაზის მოპოვებას 2023 წლიდან დაიწყებს - მილსადენი მზად არის

6363bbbc4b385
მარიამ ვარადაშვილი
03.11.22 17:50
1124
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-ი თვის ბოლოსთვის მილსადენის მშენებლობას დაასრულებს, რომელმაც შავ ზღვაში არსებული გაზის საბადო ქვეყნის გაზის სისტემას უნდა დაუკავშიროს.

მანამდე თურქეთის სახელმწიფო სააგენტოები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ შავ ზღვაში არსებული Sakarya-ს საბადოს პროექტზე თურქეთი დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავდა. ჯამში პროექტი 11-წლიანია, ხოლო გაზის პირველი მოცულობა შავი ზღვის ამ საბადოდან ქვეყანამ 2023 წელს უნდა მიიღოს.

“კარგ ამბებს ველოდებით. BOTAŞ-ი თვის ბოლოსთვის დაასრულებს გაზსადენს, რომელმაც იქ მოპოვებული გაზი შიდა სისტემას უნდა დაუკავშიროს”, - განაცხადა ერდოღანმა.

კითხვაზე რა მოცულობის გაზზეა საუბარი, ერდოღანი პასუხობს, რომ მოპოვებითი სამუშაოები გრძელდება და მოცულობებზე მთავრობა მოგვიანებით განაცხადებს. თურქული სახელმწიფო სააგენტო Hurriyet წერს, რომ საბადოდან მიღებული გაზის მაქსიმალური წლიური მოცულობა 15-20 მილიარდი კუბური მეტრი იქნება, რაც ქვეყნის მოხმარების დაახლოებით 30%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები