მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერდოღანმა თურქეთში გლოვა გამოაცხადა

63e1465131742
ალა ისპირიანი
06.02.23 22:23
677
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ერთი კვირის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით და საზღვარგარეთ თურქეთის დიპლომატიური მისიების შენობებზე დროშები იქნება დაშვებული.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, საქართველოს საზღვრიდან 353 კილომეტრში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვართან ახლოს, ქალაქ გაზიანტეპთან იყო. ბოლო მონაცემებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2300-ს გადააჭარბა.

სტიქიის ზონებში სამაშველო სამუშოები მიმდინარეობს.

დახმარების მიზნით სამაშველო ჯგუფი საქართველომაც გაგზავნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები