მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერდოღანი თურქეთში ახალი კონსტიტუციის მიღებას "ეროვნულ მოვალეობად" მიიჩნევს

თურქეთ
27.05.24 21:00
422

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყანაში ახალი, სამოქალაქო კონსტიტუციის მიღების ძალისხმევას „ეროვნულ მოვალეობას“ უწოდებს.

სიმპოზიუმზეთურქეთის საუკუნის კონსტიტუცია, სამოქალაქო კონსტიტუცია, ძლიერი თურქეთი“ გამოსვლისას, ერდოღანმა გააკრიტიკა მოქმედი კონსტიტუცია, რომელიც 1980 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ (1982 წელს) მიიღეს და აღნიშნა, რომ ასეთი ტექსტები „წამლავს სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთობას“.

„მე მჯერა, რომ ახალი კონსტიტუცია ეროვნული მოვალეობაა“,- თქვა ერდოღანმა და დასძინა, რომ თურქეთი მოქმედი კონსტიტუციით წინ ვერ წავა.

ერდოღანმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი კონსტიტუციის პროექტის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

ახალი კონსტიტუციის მისაღებად, ასევე რეფერენდუმისთვის ერდოღანის AKP პარტიას ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერა სჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები