პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მორიგი უცნაური გადაწყვეტილება მიიღო - მომავალი წლიდან თურქეთში მინიმალური თვიური ხელფასი დამატებით 49%-ით გაიზრდება.
ერდოღანის განცხადებით, მინიმალური ხელფასი 17,000 ლირით განისაზღვრება, რაც დაახლოებით 578 დოლარის ეკვივალენტია, თუმცა ეს ამჟამინდელი გაცვლითი კურსით, თორემ მომავალში, შესაძლოა, დოლარში გამოსახული მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იყოს, რადგან ქვეყნის ეროვნული ვალუტა ფაქტობრივად ყოველდღიურად უფასურდება.
ხელფასების ზრდის განმაპირობებელი მიზეზი მაღალი ინფლაციაა, რომელიც 63%-ის ფარგლებში მერყეობს და არის მოლოდინი, რომ ის წლის ბოლომდე 70%-მდე გაიზარდოს.
ექსპერტების შეფასებით, მინიმალური ხელფასის 49%-იანი ზრდა ინფლაციას კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს და ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესს გაამწვავებს, რადგან, სამწუხაროდ, ეკონომიკური კანონზომიერება და პოპულიზმი ვერ მეგობრობენ.