მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერდოღანის თქმით, სამსუნიდან სარფამდე 509-კილომეტრიანი რკინიგზა აშენდება

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ რიზეში რამდენიმე დღის წინ გამართულ პოლიტიკურ კონგრესზე განაცხადა, ქვეყნის ხელისუფლება შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროს რკინიგზის ქსელით აღჭურვას გეგმავს.

509-კილომეტრიანი რკინიგზა, რომელიც თურქეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ სამსუნში დაიწყება, ორდუს, გირესუნს, ტრაპიზონს, რიზეს და ართვინს გაივლის და საქართველოს საზღვართან, სარფში დასრულდება. თურქეთის ხელისუფლების პროგნოზით, რკინიგზით ყოველწლიურად ათი მილიონი ადამიანი ისარგებლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები