მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერეკლე ღვინიანიძემ იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

ერეკლე ღვინიანიძე

"ქართული ოცნების" იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ერეკლე ღვინიანიძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.

თავდაპირველად, ღვინიანიძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია მთავარმა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. bm.ge-ის სამინისტროში მოადგილის გადადგომის ფაქტო დაუდასტურეს, თუმცა, უცნობია მიზეზი, რატომ მიიღო ერეკლე ღვინიანიძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება.

უწყებაში ამბობენ, რომ გადადგომის შესახებ განცხადება ღვინიანიძეს 10 თებერვალს დაუკმაყოფილეს.

ღვინიანიძე მოადგილედ 2022 წელს დაინიშნა.

უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ რაც "ოცნების" მთავრობის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ანრი ოხანაშვილი გახდა, თანამდებობა დატოვეს მოადგილეებმა თამარ ტყეშელაშვილმა და ბუბა ლომუაშვილმაც.

ამ ეტაპზე ოხანაშვილს 4 მოადგილე ჰყავს: ირაკლი ბერაია, ბექა ძამაშვილი, ნიკო თათულაშვი და ლევან ხარანაული.

აქედან სამი ახლად დანიშნული მოადგილეა, ბექა ძამაშვილმა კი, პოსტი შეინარჩუნა. ის პოსტზე 2021 წელს დაინიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები