მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო წილოსანის თქმით, თუ ორგანიზაციები უცხოური გავლენის გამტარებლად ნებით არ დარეგისტრირდებიან, იუსტიციის სამინისტრო თავად დაარეგისტრირებს

წილოსანი
01.08.24 16:09
405

პარლამენტს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც რეესტრში რეგისტრაციას ნებაყოფლობით არ გაივლიან, იუსტიციის სამინისტრო თავად დაარეგისტრირებს. წილოსანის განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს ექნება უფლება, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, ფიზიკური პირებისგან მოიძიოს.

დეპუტატი ამბობს, რომ სახელმწიფოს უფლება, მოვალეობა და ვალდებულებაა, რომ უნდა აღსრულდეს კანონი.

"კანონში გაწერილია და უკვე კანონქვემდებარეებში დეტალურად გაიწერება რეგისტრაციის პირობები. ნებაყოფლობით არ დარეგისტრირების შემთხვევაში, თავისთავად იუსტიციის სამინისტროს აქვს უფლება და ვალდებულება, რომ მოიძიოს ინფორმაცია, საჯარო წყაროებიდან იქნება ეს, კონკრეტული ორგანიზაციებიდან თუ სხვადასხვა საშუალებებიდან, მათ შორის, ფიზიკური პირებისგან და შეგროვებული ინფორმაციით თავად დაარეგისტრიროს ეს ორგანიზაციები რეესტრში. მათ შორის, იყო ერთი ამბავი ატეხილი, რომ იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე თუ უნდა ითანამშრომლონ ადამიანები, თუ სხვა ორგანიზაციები, ვის მიერ მოწოდებული ინფორმაციაც გახდება ამ "ენჯეოების" დასარეგისტრირებლად პირველწყარო", - განაცხადა წილოსანმა.

სად და როგორ უნდა დარეგისტრირდნენ ორგანიზაციები "რუსული კანონის" რეესტრში? - პროცედურა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები