მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერიკ შმიდტმა მიტოვებული იახტა $67.6 მილიონად შეიძინა

648ee6b400ff0
გიორგი არონია
18.06.23 15:16
1198
სტატიაში საუბარია:

Google-ის ყოფილმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ამერიკელმა ერიკ შმიდტმა, რომელიც ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტს თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ანტიგუაზე მიტოვებული სუპერიახტა, Alfa Nero $67.6 მილიონად, აუქციონზე შეიძინა, - ამის შესახებ Bloomberg-ი აშშ-ში ანტიგუას ელჩზე, რონალდ სანდერსზე დაყრდნობით წერს.

ერიკ შმიდტის ახალი 81-მეტრიანი იახტა აღჭურვილია, როგორც აუზით, ასევე ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენი მოედნით, მიტოვებულად, გასული წლის მარტიდან ითვლება, როცა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ მისი იმჟამინდელი მფლობელი, სასუქების რუსი მაგნატი და ოლიგარქი, ანდრეი გურიევი დაასანქცირა. აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, მილიარდერმა იახტა 2014 წელს, $120 მილიონად შეიძინა, მაგრამ თავად გურიევი ამ ფაქტს უარყოფს.

გურიევის სუპერიახტა ერთადერთი არ არის, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მიტოვებული აღმოჩნდა. საერთო ჯამში, აშშ-მა და მოკავშირე სახელმწიფოებმა რუსეთის არაერთი მდიდარი მოქალაქე დაასანქცირეს, რის გამოც, გადაადგილება ოცზე მეტ იახტას აეკრძალა, რომელთა ჯამური ღირებულება, Bloomberg-ის დათვლებით, $4 მილიარდის ფარგლებშია.

აქვე, ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ ერიკ შმიდტზეც, რომელიც Google-ს თექვსმეტი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. თავდაპირველად, ანუ 2001-2015 წლებში, შმიდტი კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი იყო, მოგვიანებით კი, 2015 წლამდე, აღმასრულებელი თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. შემდეგი ორი წელი, ერიკ შმიდტმა Google-ის მფლობელ კომპანიაში, Alphabet-ში დაყო, სადაც კვლავ აღმასრულებელი თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. წლების განმავლობაში, ერიკ შმიდტს დიდძალი ქონება დაუგროვდა, რომელსაც Bloomberg-ი $25 მილიარდად აფასებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები