დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარ შესასვლელთან, საპროტესტო შინაარსის წარწერები გამოჩნდა. სოხუმის სანაპიროზე, წითელი საღებავით დატანილ წარწერებს შორის არის ასეთიც: "ერის მოღალატეები".
"ეხო კავკაზას" ინფორმაციით, აქცია, სავარაუდოდ, მოსკოვთან გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას "რუსული კომპანიების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ" ეხება.
ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი შეთანხმებას ეწინააღმდეგება. მათ მიაჩნიათ, რომ ეს "ოლიგარქიის გაფართოებას" გამოიწვევს.