მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულ ბანკს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელიც ტოვებს

სები
BM. GE
10.10.23 11:21
113
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ეროვნულ ბანკს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი თამარ ქუსიკაშვილი ტოვებს. ინფორმაციას ადასტურებს თავად ქუსიკაშვილიც, თუმცა საკითხზე მეტ კომენტარს არ აკეთებს. 

ინფორმაციისთვის, სებ-ი უკვე დატოვა ასევე ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა, უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა დატოვა, მანამდე კი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტის მრჩეველმა.

შეგახსენებთ:  მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული განმარტების თანახმად, აღნიშნულს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმი ითვალისწინებს.

სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

ახალი ბრძანების თანახმად, სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. შესაბამისად, სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ ტრანზაქციების შეზღუდვა ამოქმედდება მაშინ თუკი ქართული სასამართლო მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა - მისი სახელი აშშ-ის ხაზინის SDN სიაში, ანუ სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა. ფარცხალაძე საქართველოს და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქეა. სანქცია უკრაინის ომის გამო, რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების პაკეტის შემადგენელია.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ფარცხალაძე ნახსენებია როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები