ეროვნული არქივის ეზოში ცალკე მდგომ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ Bm.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათი ცნობით, ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება არ შესულა.
როგორც Bm.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ამჟამად ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სადაც საქართველოს ეროვნული არქივი მდებარეობს, არქივის ეზოში ცალკე მდგომ შენობას ცეცხლი ეკიდა.