საქართველოს ეროვნული არქივის ეზოში ცალკე მდგომი შენობა იწვის. ამის შესახებ Bm.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და სხვა ინფორმაცია მათთვის ჯერ-ჯერობით უცნობია.
ამ ეტაპზე მხოლოდ ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნული არქივის შენობაზე ცეცხლი არ გადასულა:"არქივის შენობას არაფერი არ სჭირს", - განაცხადეს საგანგებოში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან დაკავშირებამდე, ხანძრის შესახებ ვიდეო სოციალურ ქსელში მამუკა სალუქვაძემ გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული არქივის შენობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარეობს.