ეროვნულ ბანკს საზედამხედველო ფუნქციებში სიახლეები აქვს, სებში ბანკებისათვის ჯარიმების ზედა ზღვარის გაათმაგებას განიხილავენ. ბრძანების პროექტი ნათია თურნავას ხელმოწერით უკვე მომზადებულია და ცენტრალური ბანკის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულიც არის. მარეგულირებელში ამბობენ, რომ ცვლილებების მიზანი საზედამხედველო ფუნქციის ეფექტიანობის ზრდაა და საკითხზე მსჯელობა შედგება. ბრძანების პროექტის განხილვების მოლოდინში ათჯერ გაზრდილი ჯარიმების პოტენციური ობიექტებისგან კომენტარები ჯერ არ არის.