მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეროვნული ბანკის განცხადება დემაგოგიურია" - რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე, ნათია თურნავას განცხადებას, რომლის თანახმადაც სებ-ის წმინდა გაყიდვები 2024 წელს 540 მილიონ დოლარს შეადგენს, დემაგოგიურს უწოდებს. ამის შესახებ გოცირიძემ სოციალური ქსელში დაწერა და დასძინა, რომ ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ პასუხი უნდა აგონ.

"ეროვნულმა ბანკმა დემაგოგიური განცხადება გააკეთა. მხოლოდ 540 მილიონი დოლარი გავყიდეთ წმინდადო. ეს “წმინდად” არის სხვაობა გაყიდულ და შესყიდულ უცხოურ ვალუტას შორის. სწორედ ამაშია საქმე, რომ სანამ მოღალატურ საარჩევნო კამპანიას არ წამოიწყებდა “ქართული ოცნება”, ეროვნული ბანკი მართლაც ყიდულობდა დოლარებს. აგვისტოშიც იყიდა 41 მილიონი და ამას ჩვენც აღვნიშნავდით. სექტემბერ-ოქტომბერში კი არნახული ოდენობის, 750 მილიონი დოლარის გაყიდვა მოუწია ეროვნულ ბანკს. რეზერვები ერთ წელიწადში ერთი მილიარდი დოლარით შემცირდა, ხოლო წინა წლის აგვისტოს თვესთან შედარებით 1,4 მილიარდით. ამაზე პასუხი უნდა აგოს ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ", - წერს რომან გოცირიძე.

ცნობილია, რომ ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის იანვარში Bmatch პლატფორმით შეისყიდა $8.1 მლნ, თებერვალში $77.5 მლნ, მარტში $127.9 მლნ, აპრილში $73.1 მლნ, ივლისში $1.9 მლნ, აგვისტოში კი $41 მილიონი დოლარი. შესაბამისად, წელს რეზერვების ჯამურმა შესყიდვებმა 333 მილიონი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება გაყიდვებს, აპრილში სებ-მა ინტერვენციებით და Bmatch პლატფომით გაყიდა 117.8 მილიონი დოლარი, ივნისში კი 102 მილიონი დოლარის გაყიდვები განახორციელა. სექტემბერში კი გაყიდვები 106 მილიონ დოლარს შეადგენდა.

შესაბამისად, 2024 წლის იანვარ სექტემბერში წმინდა გაყიდვები (სხვაობა შესყიდულ და გაყიდულ რეზერვებს შორის) იყო მხოლოდ და მხოლოდ 3.25 მილიონი დოლარი, ანუ სებ-ის მიერ შესყიდული თანხა გაყიდულ თანხას აღემატებოდა 3.25 მილიონი დოლარით.

წელს, ეროვნული ბანკის რეზერვების წმინდა გაყიდვებმა $540 მილიონი შეადგინა - თურნავა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები