მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკის ინტერვენციები აგვისტოს პირველ კვირაშიც გრძელდება - თიბისი კაპიტალი

დოლარი

“თიბისი კაპიტალის” შეფასებით ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან დოლარის შესყიდვა აგვისტოს დასაწყისშიც გააგრძელა.

საინვესტიციო ბანკის მთავარი ეკონომისტი მაკროეკონომიკურ ანგარიშში წერს, რომ რეზერვების ზრდა თანხვედრაშია მათ მოლოდინებთან.

“რეზერვების ზრდა თანხვედრაშია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიერ ივლისში ინტერვენციების აჩქარების ჩვენს მოლოდინებთან. არსებული შეფასებით, მოცულობითი ინტერვენციები აგვისტოს პირველ კვირაშიც გრძელდება”, - ნათქვამია ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ ივლისში სავალუტო რეზერვები 7 %-ით, ანუ 331 მლნ დოლარით გაიზარდა და 5 მილიარდს გადააჭარბა. ეს პირველი შემთხვევაა 2023 წლის დეკემბრის შემდეგ, როდესაც სებ-ის რეზერვები 5 მილიარდს აღემატება. სარეზერვო აქტივები წლიურ ჭრილში 348 მილიონით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში 200.2 მილიონით არის გაზრდილი ეროვნული ბანკის მფლობელობაში არსებული ოქროს ღირებულება. რა მოცულობით ვალუტა შეისყიდა სებ-მა სავალუტო ბაზარზე დეტალური მაჩვენებელი 25 აგვისტოს გახდება ცნობილი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ივნისში შესყიდვები 266 მილიონი დოლარი იყო, ხოლო 2025 წლის პირველ ნახევარში შესყიდული თანხები კი 880 მილიონ დოლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები