მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ვალუტა გაუფასურდა - 26 აგვისტოს ოფიციალური კურსი

5f450d576151f
თელარა გელანტია
25.08.20 17:07
1974
25 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა დოლართან უმნიშვნელოდ - 0.35 თეთრით, 3.0778 ლარამდე გაუფასურდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0743 ლარი იყო.

ლარი გაუფასურდა ევროს მიმართაც, რომლის კურსი 3.6429 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6366 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.63 თეთრი შეადგინა.

ლარი გამყარდა თურქული ლირას მიმართ, რომელიც 0.4161 ლარს შეადგენს, ხოლო ფუნტის მიმართ გაუფასურდა - 1 ფუნტი ხვალ 4.0421 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები