მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა $60 მილიონი გაყიდა

6155adfc294d0
შოთა ტყეშელაშვილი
30.09.21 16:30
1073
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო აუქციონი ჩაატარა - მათ $60 მილიონი გაყიდეს.

"2021 წლის 30 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1186 შეადგინა," - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში. 

ეს 2021 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის რიგით მეცხრე სავალუტო ინტერვენცია იყო, ბოლო აუქციონი სებ-მა 3 აგვისტოს გამართა, რა დროსაც $30 მილიონი გაყიდა. ჯამურად, 2021 წლის განმავლობაში ინტერვენციებით ეროვნულმა ბანკმა $332.9 მილიონი დოლარი გაყიდა. 

ეროვნული ბანკი 1 ოქტომბრის ოფიციალურ გაცვლით კურსს დღეს, 17:00-ზე გამოაქვეყნებს. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები