მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როცა ბაზარმა მოგვცა საშუალება, რეზერვები შევისყიდეთ - მესტვირიშვილი

645b5c0558941
შოთა ტყეშელაშვილი
10.05.23 13:03
1256
სტატიაში საუბარია:
საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს 5.1 მილიარდ დოლარს მიაღწია, ამის მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების აქტიური შეძენა გახდა, რადგანაც მხოლოდ პირველ კვარტალში სებ-მა ბაზრიდან 460 მილიონი დოლარი ამოიღო.

კითხვაზე თუ რატომ ყიდულობს სებ-ი რეზერვებს, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნულმა ბანკი რეზერვებს ყიდულობს იმიტომ, რომ ამჟამად არსებული საბაზრო პირობები მას ინტერვენციების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.

“ჩვენი რეზერვები საკმარისზე ქვემოთ იყო. რეზერვების ადეკვატური დონე მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის. აქედან გამომდინარე, როცა ბაზარმა მოგვცა საშუალება, მოვახდინეთ შეძენა.

გასულ წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. აქ ფაქტორები იყო მიგრანტების მიერ გადმორიცხული ფულადი გზავნილები, ტურიზმის აღდგენა და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი, ექსპორტიც სადაც 30%-იანი ზრდა იყო. ამავე დროს იზრდებოდა იმპორტიც, თუმცა შემოსავლების მატებამ გადააჭარბა გადინებების ზრდას.

ჩვენთვის მთავარია კურსის გრძელვადიანი სტაბილურობა, ამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ადეკვატური რეზერვების ქონა და ფასების სტაბილურობა, რომელიც კურსის გრეძელვადიან სტაბილურობას ხელს უწყობს,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ერთწლიან ჭრილში საქართველოს სავალუტო რეზერვები 1.3 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები