მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისტორიაში პირველად, საქართველოს სავალუტო რეზერვებმა $5 მილიარდს გადააჭარბა

643023a8f2dac
შოთა ტყეშელაშვილი
07.04.23 18:10
2477
სტატიაში საუბარია:
ეროვნულმა ბანკმა საქართველოს სავალუტო რეზერვების შესახებ განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. 2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, სავალუტო რეზერვების ზომამ 5,003,000,000 დოლარი შეადგინა, რაც რეზერვების მაქსიმალური მოცულობაა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეზერვები 973 მილიონი დოლარით, ანუ 24%-ით არის გაზრდილი.

რეზერვების მატების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ უკანასკნელ პერიოდში სავალუტო ბაზრიდან აშშ დოლარის შესყიდვაა. მხოლოდ 2023 წლის იანვარ-თებერვალში სებ-მა Bmatch პლატფორმით 241 მილიონი დოლარი შეისყიდა, გასულ წელს კი 578 მილიონი დოლარი იყო ეროვნული ბანკის მიერ შესყიდული.

სავალუტო რეზერვების მოცულობა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინდიკატორია, რადგანაც მას ეკონომიკური კრიზისების პირობებში სახელმწიფო ვალუტის მასტაბილურებლის როლის შესრულება შეუძლია. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ რეზერვების დონე მის ადეკვატურ მაჩვენებლებს შეესაბამებოდეს. სხვადასხვა შეფასებით, ეს რეზერვების ზომა მინუმუმ ერთი კვარტლის იმპორტის მაჩვენებელს უნდა აჭარბებდეს, რაც ამჟამად 3.4 მილიარდ დოლარს აჭარბებს. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდს შემუშავებული აქვს სპეციალური ARA მეთოდოლოგია, რომლითაც რეზერვების ადეკვატურობა ფასდება. ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, ადეკვატურ შეფასებად ითვლება 1-დან 1.5-მდე ქულა. ამჟამად საქართველოს ქულა 1-1.1-ის ფარგლებშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები