მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა "ჰეშ ბანკს" და "პეივ ბანკს" IBAN კოდები მიანიჭა

სები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის უახლეს ციფრულ ბანკებს - ჰეშს და პეივ ბანკს კოდები მიანიჭა. აღნიშნული კოდებით ბანკები ადგილობრივ და საერთაშორისო გადარიცხვებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ. "ჰეშ ბანკის" IBAN კოდი იქნება HS, ხოლო "პეივ ბანკის" კოდი PV.

არსებული მდგომარეობით, საქართველოში სულ 18 კომერციული ბანკი ოპერირებს, აქედან სამი ციფრული ბანკია. ამ ციფრული ბანკებიდან ორი - ჰეშ ბანკი და პეივ ბანკი სატესტო რეჟიმში ოპერირებს. ეროვნულმა ბანკმა "ჰეშ ბანკზე" ლიცენზია 2023 წლის 3 ნოემბერს გასცა. ბანკს მიეცა 7-თვიანი პერიოდი სატესტო რეჟიმში ოპერირებისთვის, თუმცა 2024 წლის სებ-ის 29 მაისის განკარგულებით ბანკის სატესტო ოპერირების პერიოდი კიდევ 10 თვით გახანგრძლივდა. 2023 წლის დეკემბერში კი ეროვნულმა ბანკმა "პეივ ბანკის" საქმიანობის ლიცენზიაც გასცა.

ბანკის დასახელება

IBAN კოდი

1

საქართველოს ეროვნული ბანკი

NB

2

სს „ბაზისბანკი“

BS

3

სს „ბანკი ქართუ“

CR

4

სს „სილქ ბანკი“

BT

5

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“

VT

6

სს „ზირაათ ბანკი საქართველო“

ZB

7

სს „თიბისი ბანკი“

TB

8

სს „ტერა ბანკი“

KS

9

სს „პროკრედიტ ბანკი“

PC

10

სს „საქართველოს ბანკი“

BG

11

სს „ლიბერთი ბანკი“

LB

12

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“

HB

13

სს „იშ ბანკი საქართველო“

IS

14

სს „პაშა ბანკი საქართველო“

PB

15

სს „კრედო ბანკი“

CD

16

სს „პეისერა ბანკი საქართველო“

PS

17

სს „პეივ ბანკ ჯორჯია“

PV

18

სს „ჰეშ ბანკი“

HS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები