მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა იპოთეკით დაცული ობლიგაციების კონფერენციას უმასპინძლა

ეროვნული ბანკი
04.10.24 17:14
360
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, იპოთეკით დაცული ობლიგაციებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის მიზანი საქართველოში იპოთეკით დაცული ობლიგაციების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და სებ-ის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შეფასება იყო.

ღონისძიებაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და საკრედიტო სარეიტინგო ორგანიზაცია Moody’s-ის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკები და სხვა დაინტერესებული პირები.

სიტყვით გამოსვლისას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ ხაზი გაუსვა იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის განვითარების მნიშვნელობას ქვეყნის ფინანსური ლანდშაფტისთვის.

„სებ-ი ხელს უწყობს იპოთეკით დაცული ობლიგაციების, როგორც საფინანსო სექტორისთვის ალტერნატიული დაფინანსების წყაროს განვითარებას საქართველოში და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ყველა ღონისძიებას მივმართავთ, რათა აღნიშნული მიმართულება რაც შეიძლება მცირე ვადაში გახდეს ხელმისაწვდომი ბაზრისთვის“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

ღონისძიების ფარგლებში პრეზენტაციები წარადგინეს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის, EBRD-ისა და Moody-ის წარმომადგენლებმა და მათ ქართული საბანკო სექტორი და იპოთეკით დაცული ობლიგაციების ბაზრის განვითარების პერსპექტივები მიმოიხილეს.

როგორც EBRD-ის კაპიტალისა და ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის რეგიონული პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა რადა ტომოვამ აღნიშნა, საქართველოში იპოთეკით დაცული ობლიგაციების საკანონმდებლო ჩარჩო სრულად შეესაბამება ევროკავშირის იპოთეკით დაცული ობლიგაციების დირექტივას. საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის წარმომადგენლებმა თავის მხრივ ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოში იპოთეკით დაცულ ობლიგაციებს საინვესტიციო რეიტინგის მიღების შესაძლებლობა ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები