მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა მსოფლიო ბანკის მორიგ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

6433d3dd78ea6
BM.GE
10.04.23 13:15
365
სტატიაში საუბარია:
საქართველოში ელექტრონული გადახდების წახალისების მიზნით, ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საგადახდო ბაზრის მონაწილეებთან.

შეხვედრა გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე - პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა. მან ისაუბრა ელექტრონული გადახდების მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკისათვის, ეროვნული ბანკის გეგმებზე და მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს 2022 წლის დეკემბერში საქართველოში ელექტრონული გადახდების განვითარების დონის ანალიზისა და გამოწვევების იდენტიფიცირებისათვის.

შეხვედრა გაიმართა ინტერაქტიულ ფორმატში. მსოფლიო ბანკის სპეციალისტებმა საქართველოს საგადახდო ბაზრის მონაწილეებს (კომერციულ ბანკებს, საგადახდო სისტემებს და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს, საერთაშორისო საბარათე სისტემებს) გააცნეს მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, ბაზრის შეფასებები და მოლოდინები ელექტრონული გადახდის საშუალებების განვითარებასთან მიმართებაში. თავის მხრივ, ბაზრის მონაწილეებმა იმსჯელეს ბაზარზე არსებულ ბარიერებზე და მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე როგორც მომხმარებელთან, ასევე სავაჭრო-მომსახურების ობიექტებთან მიმართებაში. მათ ასევე წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები და შეთავაზებები საქართველოში ელექტრონული გადახდების შემდგომი განვითარების დასაჩქარებლად.

საქართველოს ეროვნული ბანკი, პარტნიორებთან ერთად, კვლავაც გააგრძელებს ქვეყანაში ციფრული ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები