ეროვნული ბანკის მომენტალური პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0,25 პროცენტული პუნქტით, 8%-მდე შეამცირა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საფუძველი შექმნა ინფლაციის შემცირებულმა მაჩვენებელმა, რომელიც სამიზნე 3%-იან დონეზე დაბალია. თუმცა, ამასთან ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ უკანასკნელ პერიოდში გაზრდილია გაურკვევლობა როგორც საგარეო ფაქტორების, ასევე შიდა ფაქტორებთან მიმართებით. ეკონომისტების ნაწილი აცხადებს, რომ დაბალი ინფლაციის პირობებში ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესაძლებლობა ჰქონდა, ნაწილი კი ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს.