ეროვნულმა ბანკმა დღეს მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა, რომელზეც $40 მილიონი დოლარი გაიყიდა - ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არის ნათქვამი. აუქციონზე სულ $40 მილიონი დოლარი იყო გამოტანილი.
"2023 წლის 17 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა გაყიდა 40 000 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6918 შეადგინა,"- ნათქვამია სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ეს 20 სექტემბრის შემდეგ რიგით მეხუთე სავალუტო ინტერვენციაა. ბოლო სავალუტო აუქციონი ეროვნულმა ბანკმა 6 ოქტომბერს გამართა და 44.9 მილიონი დოლარი გაყიდა.
სულ ამ 5 აუქციონის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 149.6 მილიონი დოლარი გაყიდა.