მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნულმა ბანკმა სისტემურობის ბუფერთან დაკავშირებით ბრძანების პროექტი გამოაქვეყნა

634846c171c80
BM.GE
13.10.22 21:20
646
ეროვნული ბანკი სისტემური ბანკების განსაზღვრისა და მათთვის სისტემურობის ბუფერის დაწესების თაობაზე ბრძანების პროექტს აქვეყნებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის მიმართულებით არსებული წესების ფორმალიზაციას და გასაჯაროებას განაგრძობს, რაც ხელს უწყობს ბაზრის სტაბილურობას, სანდოობასა და გამჭვირვალობას. აღნიშნულის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა სისტემურობის ბუფერთან დაკავშირებით ბრძანების პროექტი შეიმუშავა და საჯარო კონსულტაციისთვის მას დაინტერესებულ საზოგადოებას წარუდგენს.

სებ-ის ცნობით, დოკუმენტი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და ქვეყნისთვის სპეციფიკური ფაქტორების გათვალისწინებითაა შემუშავებული.

ბრძანების მიზანია სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკებისა და მათთვის სისტემურობის ბუფერის განსაზღვრისას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული განახლებული მიდგომების მეტი გამჭვირვალობა, სისტემური მნიშვნელობის ბუფერების აღნიშნული მიდგომების მიხედვით განახლება და დაწესება.

ეროვნული ბანკი ელის დაინტერესებული მხარეებისგან კომენტარებს და შენიშვნებს 2022 წლის 1 ნოემბრამდე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected].

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები