ეროვნულმა ბანკმა AML/CFT ზედამხედველობის ფარგლებში ვალუტის გადამცვლელი 28 პუნქტი ჯამში 81 000 ლარით დააჯარიმა.
დაჯარიმების ძირითადი მიზეზები ძირითად შემთხვევაში ერთსა და იმავე სფეროს ეხება, ფინანსური მონიტორინგისა და ანგარიშვალდებულებების დარღვევას ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში. უფრო კონკრეტულად:
ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის არასათანადო აღრიცხვა, შენახვა ან მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ მიღებული ინფორმაციის შეგროვებას, სისტემატიზაციას, დამუშავებასა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის დარღვევას, ინფორმაციის წარდგენის წესის დარღვევას, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის დროულად და სრულად წარდგენას.
დაჯარიმებული პუნქტების ჩამონათვალი შემდეგია:
- შპს „ბით-ჩეინჯი“ - დაჯარიმდა 3 000 ლარით;
- შპს „რობო 1000000“ - დაჯარიმდა 3 000 ლარით;
- შპს „ვალუტექსი“ - დაჯარიმდა 3 000 ლარით;
- შპს „ნიუ ტიფლის ჯორჯია“ - დაჯარიმდა 3 000 ლარით;
- შპს „კონვერტერ პლიუსი“ - დაჯარიმდა 3 000 ლარით;
- შპს „ცგ ექსჩეინჯი“ - დაჯარიმდა 3 000 ლარით;
- შპს „ფორტუნა 80“ - დაჯარიმდა 3 000 ლარით;
- შპს „სიმონ 2022“ - დაჯარიმდა 3 000 ლარით;
- შპს „ქანქა“ - დაჯარიმდა 2 000 ლარით;
- შპს „ბიგესთ ფაინენს კომპანი“ - დაჯარიმდა 3 000 ლარით;
- ინდივიდუალური მეწარმე „მერაბ მსხალაძის“ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - დაჯარიმდა 3 000 ლარით;
- ინდივიდუალური მეწარმე „თამრიკო ნუროშვილი“ - დაჯარიმდა 2 000 ლარით;
- ინდივიდუალური მეწარმე „იწდივიდუალური მეწარმე თეკლა კაპანაძე“ - დაჯარიმდა 3 000 ლარით;
- ინდივიდუალური მეწარმე „იწდივიდუალური მეწარმე ჭაბუკა ლეკაშვილი“ - დაჯარიმდა 3 000 ლარი;
- ინდივიდუალური მეწარმე „სამირ სადიკოვი“ - დაჯარიმდა 3 000 ლარი;
- ინდივიდუალური მეწარმე „მაგული ასანიძე“ - დაჯარიმდა 3 000 ლარით;
- ინდივიდუალური მეწარმე „ანარ ქიარიმოვი“ - დაჯარიმდა 3 000 ლარით;
- „შპს „ნუნუ 75“ - დაჯარიმდა 3 000 ლარით;
- შპს „მანი იქსჩეინჯ პლიუსი“ - დაჯარიმდა 3 000 ლარით;
- შპს „ბიზქეის“ - დაჯარიმდა 3 000 ლარით;
- შპს „დათი 03“ - დაჯარიმდა 3 000 ლარით;
- შპს „ვიემ კაპიტალი 2024“ - დაჯარიმდა 3 000 ლარით;
- შპს „მოედანი 67“ - დაჯარიმდა 3 000 ლარით;
- შპს „ვერტო“ - დაჯარიმდა 3 000 ლარით;
- შპს „ჯამბო ჯორჯია“ - დაჯარიმდა 3 000 ლარით;
- შპს „პირველი 777“ - დაჯარიმდა 3 000 ლარით;
- შპს „ჯოიტექი“ - დაჯარიმდა 3 000 ლარით;
- შპს „ბადე ექსჩეინჯ“ - დაჯარიმდა 2 000 ლარით.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.




























