მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 6 სუბიექტი ₾17 000-ით დააჯარიმა

კარიმა

ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 6 სუბიექტი ჯამში 17 000 ლარით 22 იანვარს დააჯარიმა.

დაჯარიმებული არიან:

  1. შპს „სალიუტი“ - 3 000 ლარი;
  2. ინდივიდუალური მეწარმე მაია ავსაჯანიშვილი - 2 000 ლარი;
  3. ინდივიდუალური მეწარმე რესან ნაგერვაძე - 3 000 ლარი;
  4. შპს „მიქე 022“ - 3 000 ლარი;
  5. ინდივიდუალური მეწარმე მარინე თუმასიანი - 2 000 ლარი;
  6. ინდივიდუალური მეწარმე ჯიმშერ მსხალაძე - 3 000 ლარი.

დაჯარიმების ძირითადი მიზეზები შემდეგია:

ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების (ოპერაციის) შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესების დარღვევა.

  • გადახდის ვადა: განკარგულების გაცნობიდან 30 კალენდარული დღე.
  • ანგარიშგება: ჯარიმის გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში პუნქტი ვალდებულია NBFI პორტალზე ატვირთოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • სანქცია შეუსრულებლობაზე: თუ პორტალზე შეტყობინება არ აიტვირთება, ჯარიმა არ ჩაითვლება გადახდილად და დაიწყება იძულებითი აღსრულება.
  • გასაჩივრება: შესაძლებელია 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები