მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რომელიც პროდუქტების ფასზე მოქმედებს, ლარის კურსია - GDBA

ინფლაციის ზრდა

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საერთაშორისო ბაზარზე მომწოდებლების მხრიდან ფასები არ შეცვლილა, თუმცა კურსთა შორის სხვაობა, რეგულაციები და საცალო პროდუქტებით მოვაჭრე ქსელების მხრიდან დისტრიბუტორებისთვის სახელშეკრულებო პირობების შეცვლის გავლენით ფასები თითქმის ყველა სამომხმარებლო პროდუქტზე გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების დონე ქვეყანაში იანვარში წლიურად 2%-მდე გაიზარდა. დეკემბერთან შედარებით კი იანვარში ინფლაცია 0,4%-ით დაჩქარდა. ინფლაციის ფორმირებაზე ტრადიციულად დიდი გავლენა სურსათის ჯგუფში ფასების ზრდამ იქონია, რასაც დისტრიბუტორთა ბიზნესს ასოციაციაში რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ.

“ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ფასის ფორმირებაში, რომელიც მომხმარებელს თაროზე ხვდება, ლარის კურსია. ასევე ნებისმიერი სხვა დამატებითი ხარჯი, რომელიც წარმოექმნება ადგილობრივ კომპანიას, თუ სადისტრიბუციო, იმპორტიორ კომპანიას. ასევე ისეთი ხარჯი, როგორიცაა ქსელებთან ურთიერთობაში წარმოქმნილი გადასახადები, რომელიც გადაიხედება ყოველწლიურად და ხდება მისი ზრდა. მათ შორის ნებისმიერი რეგულაცია, რომელმაც ასევე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა პროდუქციაზე, რომელიც ძალაში 1 იანვრიდან შევიდა, ეს არის დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილება. საბოლოოდ ეს ყველაფერი აკუმულირდება ფასში და მომხმარებელს ხვდება თაროზე.

არსებითი ცვლილება მომავლისთვის არ იგეგმება, თუ რა თქმა უნდა, ლარის კურსი შეინარჩუნებს მინიმუმ ამ მერყეობას, რა მერყეობასაც ახლა განიცდის და არ ასცდება დროის მოკლე შუალედში მინიმუმ 3 ლარის ნიშნულს.

საერთაშორისო ბაზარზე არსებითი ცვლილება ფასებთან მიმართებით, რის იმპორტსაც ახდენენ ქართული კომპანიები, არ გვაქვს. არც ამის მოლოდინი გვაქვს, რომ იგეგმებოდეს მათი მხრიდან საგრძნობი ცვლილება, უბრალოდ ლარის გაცვლითი კურსი, რაც დღეს გვაქვს, ზეგავლენას ახდენს და ლარის ნებისმიერი მერყეობა საბოლოოდ პირდაპირ რეაგირებს იმ ფასზე, რომელიც ხვდება მომხმარებელს თაროზე”, - აცხადებს ლაშა რიჟამაძე.

რომელი პროდუქტები გაძვირდა/გაიაფდა იანვარში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები