მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ მხარეს არიან “ადამიანები”, ვისთვისაც საკმარისია პირადი სარგებლის მიღება და მეორე მხარეს სამშობლო - დაჩი ჭოლაძე

სს
02.12.24 23:31
1323

PulsarAI-ის თანადამფუძნებელი, ინვესტორი დაჩი ჭოლაძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"ერთ მხარეს არიან “ადამიანები”, ვისთვისაც საკმარისია პირადი სარგებლის და დავალების მიღება იმისთვის, რომ იძალადონ ხალხზე და გაწირონ სამშობლოს მომავალი.

მეორე მხარეს არიან მართალი ადამიანები, ვისთვისაც საკმარისია სამშობლო იმისთვის, რომ წინ დაუდგნენ ძალადობას, გაწირონ საკუთარი თავი და დაიცვან სამშობლოს მომავალი, რომელიც იმ “ადამიანებისთვისაც” უკეთესია. ისტორიაში ყოველთვის იყო ეს ორი მხარე.

დღემდე სწორედ იმიტომ არსებობს საქართველო, რომ ბოლოს ყოველთვის მართალი ადამიანების მხარე იმარჯვებს", - წერს დაჩი ჭოლაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები