საქართველოს პრეზიდენტი "რუსული კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციას გამოეხმაურა.
"რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ ღირსეული პროტესტის მესამე ღამე! ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხქრეს 83 დეპუტატი, რომლებმაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს. ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!- წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
დღეს უყარეს კენჭი, რომელსაც 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 0-ის წინააღმდეგ.
სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა კენჭისყრის მომენტში დარბაზი დატოვეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. საკითხის განხილვა მესამე დღეა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.