მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი, შესაძლოა, 200 000 ლარამდე გაიზარდოს. კანონპროექტის მიხედვით, რომლის განხილვაც დრეს დაიწყო საკანონმდებლო ორგანოში, 1 მსესხებელზე გაცემული მიკროკრედიტის ოდენობა ორმაგდება, თუმცა ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის ნორმატიული აქტით განსაზღვროს მიკროკრედიტის შესახებ დამატებითი მოთხოვნებიც. რეალურად რა შეიცვლება სექტორისთვის მიკროკრედიტის ოდენობის გაორმაგებით?