მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერთ სულ მოსახლეზე, ოქროს მედლების რაოდენობით მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ქვეყნების ათეული

სს

პარიზში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მედლების საერთო ჩათვლაში აშშ პირველ ადგილზე გავიდა. აშშ-ს ოდნავ ჩამორჩა ჩინეთი. ეს ორი ქვეყანა ათწლეულების განმავლობაში უცვლელად ლიდერობს ოლიმპიურ თამაშებში და ეს არც არის გასაკვირი, თუ ამ სახელმწიფოების ადამიანურ თუ მატერიალურ რესურსებს გავითვალისწინებთ.

პარიზი 2024-ის დასრულების შემდეგ მსოფლიო მედია ოლმპიადის განსხვავებულ სტატისტიკაზე წერს – რაც ერთ სულ მოსახლეზე ოქროს მედლების რაოდენობას გულისხმობს, ამ შემთხვევაში კი სხვა ქვეყნები ლიდერობენ.

„ევროსპორტის“ მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე ოქროს მედლების რაოდენობით მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ათი ქვეყანა შემდეგნაირად გამოიყურება:

დომინიკა – ოქროს მედალი (1), მოსახლეობა (67,000)

სენტ-ლუსია – ოქროს მედალი (1), მოსახლეობა (184,000)

ახალი ზელანდია – ოქროს მედალი (10), მოსახლეობა (5,338,000)

ბაჰრეინი – ოქროს მედალი (2), მოსახლეობა (1,701,575)

სლოვენია – ოქროს მედალი (2), მოსახლეობა (2,123,000)

ნიდერლანდები – ოქროს მედალი (15), მოსახლეობა (17,977,000)

საქართველო – ოქროს მედალი (3), მოსახლეობა (3,694,600)

ირლანდია – ოქროს მედალი (4), მოსახლეობა (5,281,600)

ნორვეგია – ოქროს მედალი (4), მოსახლეობა (5,562,363)

ავსტრალია – ოქროს მედალი (18), მოსახლეობა (27,364,621)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები