ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე ვენახების ფართობის მიხედვით, საქართველო 43 ქვეყანას შორის მეოთხე ადგილს იკავებს, რითაც რეიტინში იტალიასა და საფრანგეთს უსწრებს.
AAWE-ს თანახმად, 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 100 მოსახლეზე 13.2 ჰექტარი ვენახი მოდის, ანუ ერთ სულ მოსახლეზე 132 მ² ვენახია გაშენებული.
რეიტინგის სათავეში მოლდოვაა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე 400 მ² ვენახი მოდის. AAWE-ის თანახმად, ერთ სულ მოსახლეზე ვენახის ფართობით, ლიდერი ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:
- მოლდოვა - 400 მ²;
- ესპანეთი - 203 მ²;
- პორტუგალია - 189 მ²;
- საქართველო - 132 მ²;
- იტალია - 121 მ²;
- საფრანგეთი - 119 მ²;
- ბულგარეთი - 94 მ²;
- რუმინეთი - 94 მ²;
- საბერძნეთი - 92 მ²;
- ახალი ზელანდია - 80 მ².
რეიტინში მე-16 პოზიციაზეა თურქეთი, ერთ სულ მოსახლეზე 52 მ²-ით, ხოლო რუსეთი 31-ე პოზიციას იკავებს, ერთ მოსახლეზე 7 მ² ვენახით.