მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ თვეში CosMc’s-ის ვიზიტორების რაოდენობამ McDonald’s-ის დატვირთულობას 2-ჯერ გადააჭარბა

McDonalds coffe

კომპანია McDonald’s-ის კაფეების ახალმა ქსელმა - CosMc’s - რომელიც Starbucks-სა და Dunkin’-ისათვის კონკურენციის გასაწევად შეიქმნა, ამოქმედებიდან ერთ თვეში იმაზე მეტი ვიზიტორი მიიზიდა, ვიდრე თავად McDonald’s-ის რესტორნებმა.

CosMc’s-ი გასული წლის დეკემბერში ამოქმედდა და, CNN-ის ინფორმაციით, ამავე თვეს მას უფრო მეტი ადამიანი ეწვია, ვიდრე McDonald’s-ს ქსელის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ ანგარიში, რომელშიც რესტორნისა და კაფეს ვიზიტორთა რაოდენობაა შედარებული, Placer.ai-ის ეკუთვნის, რომელიც ქსელში სტუმრების რაოდენობას მათი მობილურ მოწყობილობებში შეგროვებული მონაცემების საფუძველზე, კერძოდ კი GPS სერვისის დახმარებით, ითვლის.

ანგარიშში ასევე წერია, რომ CosMc’s-ის ერთ-ერთ ობიექტზე მომსახურე პერსონალს შეკვეთების მიღება პარკინგის ზონაშიც უწევდათ, რადგან რესტორნის “დრაივი” დამატებით ნაკადს ვერ უძლებდა.

CosMc’s-ის “სფეშელთი” ყავა და სხვა სასმელები ამჟამად მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბითაა ხელმისაწვდომი, წლის ბოლომდე კი კომპანია 9 ახალ ობიექტს გახსნის.

რაც შეეხება McDonald’s-ის ქსელს, ის გლობალურად 41 000 ობიექტს აერთიანებს და 2027 წლისთვის ამ რაოდენობის 50 000-მდე გაზრდას აპირებს.

McDonald’s-ი კაფეების ახალ ქსელს ხსნის, რომელიც კონკურენციას Dunkin’-სა და Starbucks-ს გაუწევს - CNBC

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები