მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ერთად აღვნიშნეთ 2025 წელი, როგორც ახალი არჩევნების წელი" - სალომე ზურაბიშვილი

ახალი წელი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, საპროტესტო აქციების 34-ე ღამე 200 000-ზე მეტი დემონსტრანტისთვის სიხარულის, სოლიდარობისა და იმედის ღამე იყო.

"ერთად აღვნიშნეთ 2025 წელი, როგორც ახალი არჩევნების წელი" - წერს მეხუთე პრეზიდენტი X-ზე.

მისივე თქმით, საქართველოში მოქალაქეების "თვითორგანიზებამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია".

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ახალი წელი ემიგრანტებსაც მიულოცა.

"ყველა ქართველს ვინც ახალ წელს სამშობლოში ვერ შეხვდა, მინდა, გისურვოთ ბედნიერი 2025 წელი. იყოს ეს წელი თქვენს ოჯახში და ჩვენ ქვეყნისათვის ბედნიერების, თავისუფლებისა და გამარჯვების წელი! არ დავთმობთ ჩვენს მომავალს!", - წერს მეხუთე პრეზიდენტი X-ზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები